Wednesday, June 26, 2019

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა 2019


მეტყველების ირთულეები ინგლისურ ნაში VIII კლასში, პრობლემები და მათი გადაჭრის გზები




პრაქტიკული კვლევა




ავტორი: ნარინა თეთრაძე

ინგლისური ენის პედაგოგი

ქ. თბილისის ტიციან ტაბიძის სახელობის 43-ე საჯარო სკოლა













2019 წ.
მადლობა

მადლობას ვუხდი ყველას, ვისი ხელშეწყობით შევძელი მიზნის მიღწევა .  განსაკუთრებული მადლობა ქ.თბილისის ტიციან ტაბიძის სახელობის 43 - ე საჯარო სკოლის ადმინსიტრაციას: ქ–ნ სოფიო დედალამაზიშვილს და ქ–ნ ირმა ბიწაძეს, ფასილიტატორს ქ-ნ ნესტან მშვენიერეძეს, უცხო ენების კათედრის წევრებს: ქ-ნ ეკატერინე გრიგალაშვილს, ქ-ნ ეკატერინე ბერიძეს, პროექტში მონაწილე კოლეგას, ისტორიის მასწავლებელს, ქ-ნ ნინო აბულაძეს და VII კლასის მოსწავლეებს.































სარჩევი

შესავალი ...................................................................................................................................... 4
I თავი: საკვლევი საკითხის მიმოხილვა ................................................................................ 5
1.1  სამეტყველო უნარ-ჩვევის პრობლემა და მასთან დაკავშირებული სირთულეები . 5
1.2  პროექტის აქტუალურობის გამომწვევი მიზეზები ........................................................ 6
1.3  კვლევის ობიექტი ................................................................................................................. 6
1.4  პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები ............................................................. 6
1.5  კვლევის მიზანი .................................................................................................................... 7
1.6  კვლევის ამოცანა .................................................................................................................. 7
II თავი: ლიტერატურის მიმოხილვა ...................................................................................... 8
III თავი: საკვლევი მასალის შესწავლა და კვლევის მეთოდები........................................16
IV თავი: ინტერვენციების დაგეგმვა და მათი განხორციელება ........................................19
V თავი: შედეგების ანალიზი ................................................................................................... 21
VI თავი: მიგნებები, დასკვნები და რეკომენდაციები ......................................................... 23
VII თავი: გამოყენებული ლიტერატურა / ბიბლიოგრაფია ............................................... 25
დანართი 1 .................................................................................................................................. 26
დანართი 2 .................................................................................................................................. 27














შესავალი
XXI საუკუნეში უცხოურ ენის სწავლებას მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე განსაკუთრებული ადგილი ეთმობა, დიდი ყურადღება ენიჭება სწავლების მიზნებს და ამოცანებს. დღეს უცხოურ ენაზე კომუნიკაციის დამყარება ძალზე მნიშვნელოვანია. ამ მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე შეიცვალა უცხოური ენების სწავლების მეთოდიკა. საგაკვეთილო პროცესში მასწავლებელს აქვს ფასილიტატორის (დამხმარეს) როლი. ენის სწავლება უნდა ემსახურებოდეს ქვეყნებს შორის კულტურათა დიალოგს, მოსწავლემ უნდა შეძლოს კომუნიკაცია უცხოურ ენაზე.
დღეს ინგლისურ ენას უჭირავს პრიორიტეტული ადგილი მრავალ დარგში, როგორც პოლიტიკასა და ეკონომოკაში, ასევაე კულტურასა და სხვა მიმდინარეობებში.
უცხო ენა, როგორც ეროვნული სასწავლო გეგმის განუყოფელი ნაწილი, სასკოლო განათლების მთავარი სახელმწიფო მიზნის განხორციელებას ემსახურება. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ეროვნული სასწავლო გეგმა ორი ან სამი უცხოური ენის სწავლებას ითვალისწინებს. აღნიშნული გეგმის მიხედვით საშუალო საფეხურზე უცხოური ენების სწავლება ისახავს პრაქტიკულ მიზანს. კერძოდ, გულისხმობს სწავლების მთელი პროცესის მიმართვას კომუნიკაციის აწყობაზე. მოსწავლეს უნდა მივცეთ ისეთი ცოდნა, რომ მან შეძლოს უცხოურ ენაზე პირველ რიგში საბაზისო მეტყველება,  შემდგომ კი წარმატებული კომუნიკაცია სხვა კულტურის წარმომადგენლებთან,  ენის ფლობის დამოუკიდებლად გაღრმავება და გამდიდრება. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ჩემს წინაშე გამოიკვეთა შემდეგი საკვლევი პრობლემა: ჩემს კვლევაში შევეხები სამეტყველო უნარჩვევების, ლექსიკური მარაგისა და ზოგადად წარმატებული კომუნიკაციასთან მიმართებაში წამოჭრილ პრობლემებს.
ორი წელია ტიციან ტაბიძის სახელობის 43-ე საჯარო სკოლას აქვს მჭიდრო ურთიერთობა გერმანიის, ლუდვიგსბურგის, გოტლიებ დაიმლერის სკოლასთან, რომელთანაც აქვთ ერთობლივი, გაცვლითი პროექტი: „ორი ქვეყნის ერთი ამბავი’’. ამ პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს ეძლევათ უნიკალური საშუალება იმოგზაურონ საქართველოსა და გერმანიაში , გაიცნონ ერთმანეთის კულტურას, ისტორიას და მათ თავისებურებებს და ორი კვირის მანძილზე  ისწავლონ გერმანელ მოსწავლეებთან ერთად. ბავშვები ცხოვროვრობენ ერთმანეთის სახლებში.
გარდა ამისა 2019 წლის 30 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით, სკოლა მასპინძლობდა 18 სტუმარს ნიდერლანდებიდან (16 მოსწავლეს და 2 მასწავლებელს). სკოლის ადმინისტრაციამ, პროექტის „International Skills” ფარგლრბში, უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობით წინასწარ დაგეგმა პროექტის პროგრამა, რომლის ფარგლებში ქართველ და ჰოლანდიელ BC Broekhin Roermond სკოლის მოსწავლეებს საშუალება მიეცათ გაეცნოთ ერთმანეთი. პროექტი მოიცავდა ტიციან ტაბიძის სახელობის 43-ე საჯარო სკოლაში არსებულ კლუბთან - „მედიაწიგნიერი თაობა“ თანანშრომლობას. კლუბის ხელძღვანელთან, ისტორიის მასწავლებელთან, ნინო აბულაძესთან ერთად ვიყავი აქტიურად ჩართული აღნიშნულ პროექტში.
ჩემი მრავალწლიანი პედაგოგიური პრაქტიკიდან გამომდინარე, ჩემთვის, როგორც ინგლისური ენის ასწავლებლისთვის, ძალიან ნიშვნელოვანი იყო თუ როგორ გაართმევდნენ ჩემი მოსწავლეები თავს კომუნიკაციას ინგლისურ ენაზე. მ პროექტის ფარგლებში მოსწავლეენს იწერდათ ფორმალურ და არაფორმალურ გარემოებებში, ეკეთებინათ, მოკლე პრეზენტაციები, ესაუბრათ საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიის და ტრადიციების შესაზებ ინგლისურ ენაზე.
მიუხედავად იმისა, რომ VIII კლასის მოსწავლეების აკადემიური მოსწრება საკმაოდ მაღალია ზოგ ბავშვში თავი იჩინა კომუნიკაციის პრობლემამ, მათ გაუჭირდათ მეტყველება ინგლისურ ენაზე, ლექსიკური მარაგის სიმწირის და შფოთვის გამო.
წინამდებარე ნაშრომი არის პრაქტიკული კვლევის ანგარიში.  ნაშრომში განხილულია ქ. თბილისის ტიციან ტაბიძის სახელობის 43-ე საჯარო სკოლის  საშუალო საფეხურზე, კერძოდ VIII კლასში, ინგლისურ ენაში მოსწავლეთა ზეპირ მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები და ამ პრობლემების გადასაჭრელად დაგეგმილი, განხორციელებული და განსახორციელებელი ცვლილებები.

თავი I
საკვლევი საკითხის მიმოხილვა
1.1  სამეტყველო უნარ-ჩვევის პრობლემა და მასთან დაკავშირებული სირთულეები

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა დიდ ნაწილს უჭირს, არა თუ თავისუფლად მეტყველება ინგლისურ ენაზე, არამედ მიმდინარე დიალოგებში ჩართვაც კი.
როდესაც პრობლემაზე ვსაუბრობთ უნდა შევეხოთ პირველ რიგში პრობლემის წარმოშობის წყაროებს, ანუ, რატომ ხდება ასე და რატომ უჭირთ მოსწავლეებს კომუნიკაცია, ჩემი მრავალწლიანი გამოცდილებიდან და დაკვირვებიდან გამომდინარე, მსრუს გამოვყო რამდენიმე ფუნდამენტალური საკითხი, რაც სწორედ სწავლების პირდაპირი ხელისშემშლელი ფაქტირია:
·         პირველი ეს არის უხერხულობა, შეცდომის დაშვების შიში, მიუხედავად იმისა, რომ საგაკვეთილო პროცესი მუმდინარეობს მეგობრულ გარემოში, მოსწავლეს მაინც დისკომფორტს უქმნის შეცდომის დაშვება, რის გამოც ამჯობინებს ჩუმად ყოფნას და არ ერთვება საგაკვეთილო პროცესში.
·         მეორე და არანაკლებ მნიშველოვანი ფაქტორი არის  გარემო, რომელშიც მოსწავლე იზრდება და ურთიერთობს, რამდენად კარგადაც არ უნდა იცოდე წესები ან გქონდესშესაბამისი ლექსიკური მარაგი, როდესაც გარშემომყოფებთან არ გიწევს პრაქტიკული ინპლემენტაცია, რთულია მიეჩვიო თავისუფალ და გამართულ მეტყველებას.
უხერხულობა ან მორცხვობა, შესაძლებელია გამოწვეული იყოს, იმით, რომ მოსწავლე სათანადოდ არ ფლობს გრამატიკულ კატეგორიებს, და/ან არ გააჩნია საკმარისი ლექსიკური მარაგი. ამიტომ მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა სოციალური და ემოციური თავისებურებები და ჩართოს აქტივობებში ისეთი ელემენტები, რომ გაკვეთილი იყოს საინტერესო და სახაალისო მოსწავლეთათვის და მაქსიმალურად აუმარლოს სწავლის მოტივაცია და ჩართოს საგაკვეთილო პროცესში.

1.2  პროექტის აქტუალურობის გამომწვევი მიზეზები:

1.      მოსწავლეები ვერ ახერხებენ ევროპელ თანატოლებთან თავისუფლად კომუნიკაციას ინგლისურ ენაზე.
2.      მოსწავლეები რთულად აღიქვავენ მაგათვის ნაცნობ სიტყვებს წარმოთქმულს სხვადასხვა აქცენტებით.
3.      მოსწავლეებს უჭირთ სხარტად პასუხის გაცემა ან აზრის გამოთქმა ინგლისურ ენაზე.
4.      მოსწავლეებს არ აქვთ უცხოელებთან საუბრის გამოცდილება ინგლისურ ენაზე.
5.      მოსწავლეები საუბრისას უშვებენ გრამატიკულ და ფონეტიკურ შეცდომებს.

1.3  კვლევის ობიექტი

ჩემი კვლევის ობიექტია უცხოურ (ინგლისურ) ენაზე ზეპირი მეტყველების სწავლების პროცესი, ქ.თბილისის ტიციან ტაბიძის სახელობის 43-ე საჯარო სკოლის საშუალო საფეხურზე, კერძოდ, VIII კლასში, მისი ეფექტურობის გაზრდის მიზნით.
ამჟამად VIII კლასში სწავლობს 16 მოსწავლე (9 გოგონა, 7 ვაჟი). აღნიშულ კლასს ვასწავლი ინგლისურ ენას 1 კლასიდან მოყოლებული. კლასში აკადემიური მოსწრების მხრივ არერთგვაროვანი მაჩვენებელია. კლასის მესამედი არის წარმატებული მოსწავლე, მეორე მესამედი საშუალო მოსწრებისაა, ხოლო მესამე მესამედი დამაკმაყოფილებელი მოსწრების.
მიუხედავად იმისა, რომ VIII კლასის  მოსწავლეთა მნიშვნელოვან ნაწილს აქვს მაღალი პასუხისმგებლობა, გააჩნიათ შესაბამისი ლექსიკური მარაგი, ფლობენ გრამატიკულ კონსტრუქციებს და მეტნაკლებად გამომუშავებული აქვთ დიალოგური მეტყველების უნარ-ჩვევები, რეალურ საკომუნიკაციო სიტუაციებში მოხვედრისას, ზოგიერთი მოსწავლეი თავიანთი ცოდნის გამოყენებას ყოველთვის ვერ ახერხებს. ზეპირი მეტყველების დროს მათი ყურადღება მიპყრობილია სწორი წარმოთქმების გამოყენებაზე და გრამატიკული შეცდომების აღმოფხვრაზე. ამიტომ, თავისუფალი მეტყველების უნარი კლასში კვლავ პრობლემურია.


ინტერვენციის დაგეგმვამდე საჭირო იყო ჩამომეყალიბებინა პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები. უცხოური ენების კათედრის წევრებთან გასაუბრების საფუძველზე დადგინდა,რომ მიუხედავად იმისა ,რომ ინგლისური ენა ისწავლება პირველი კლასიდან, კათედრაზე რეალურად ჩემი ყველა კოლეგა საუბრობს ანალოგიურ პრობლემაზე. გამოითქვა ვარაუდები, რომ პრობლემის გამომწვევი ფაქტორები შესაძლოა სხვადასხვაგვარი იყოს:
·         არაუცხოენოვანი გარემო
·         მხატვრული ტექსტების ნაკლებობა სახელმძღვანელოში
·         არასაკმარისად განვითარებული მოსმენის უნარი
·         ექსიკისიმწირე
·         შეცდომის დაშვების შიში
·         მოსწავლეთა დაბალი მოტივაცია

1.5  კვლევის მიზანი

ჩემი კვლევის მიზანია, ინგლისურ ენაში წარმატებული კომუნიკაციის წარმართვის ელემენტები და მათი დანერგვა VIII კლასში.
ასევე,  VIII  კლასში ინგლისურ ენაზე მეტყველების განმტკიცების ისეთი გზების, ერხების და სტრატეგიების ძიება, რომლებიც ეფექტურსა და საინტერესოს გახდან უცხოურ ენაზე მეტყველებას და საშუალებას მისცემს მოსწავლეს, ეფექტურად გამოიყენოს ენა კომუნიკაციისთვის. ვფიქრობ, ჩემს მიერ გამოკვლეული საკითხის შედეგები ხელს შეუწყობენ მოსწავლეთა ზეპირი მეტყველების უნარის განვითარებას, რაც შესაბამისად გაზრდის მათ მოტივაციას;
აღსანიშნავია რომ ყველა ზემოთჩამოთვლილი ქმედება მოეთხოვება VIII კლასის მოსწავლეს ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით. მათი აღმნიშვნელი პუნქტებია:

·         უცხ.ს.IV.1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს უცხოენოვან თანამოსაუბრეთა შორის მიმდინარე ინტერაქცია (დიალოგი, ინტერვიუ) ყოველდღიურ თემებზე.
·         უცხ.ს.IV.16. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა.
·         უცხ.ს.IV.17. მოსწავლეს შეუძლია ყოფითი საკომუნიკაციო სიტუაციისთვის თავის გართმევა.
·         უცხ.ს.IV.19. მოსწავლე ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს.

აგრეთვე ჩემი რეკომენდაციები უცხოური ენების კათედრის წევრებს დაეხმარება ანალოგიური სირთულეების დაძლევაში, რაც რეალურად გააუმჯობესებს სწავლის ხარისხს.

1.6  კვლების ამოცანა

კვლების საერთო მიზნიდან  გამომდინარე, ნაშრომში ეტაპობრივადაა გადაჭრილი შემდეგი კონკრეტული ამოცანები:
1.      ფსიქოლოგიური ასპექტით - ზეპირი მეტყველებასთან დაკავშირებული თავისებურებების გათვალისწინება მათი სწავლის პროცესში; სწავლის მოტივაციის გაზრდა;
2.      მეთოდური ასპექტით - უცხოურ (ინგლისურ) ენაზე ზეპირი მეტყვების ეფექტური მეთოდების შერჩევა.

კვლევის ამოცანაა პასუხი გასცეს შემდეგ კითხვებს:

1.       რა სირთულეებთან არის დაკავშირებული ზეპირი მეტყველება და რა პრობლემებწარმოქმნის ის მოსწავლეებისთვის?
2.       რამდენად უზრუნველყოფს ამ უნარის განვითარება მოსწავლეთა მოტივაციისა და სწავლა–სწავლების ხარისხის ამაღლებ?
3.       რომელი უნარების განვითარებაზე ამახვილებენ კათედრაზე მყოფი პედაგოგები ყურადღებას და რის მიღწევას ახერხებენ ისინი საკვლევ საკითხთან დაკავშირებით ამ ეტაპზე?

პრობლემის ზუსტად განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია პასუხი გაეცეს კვლევის მთავარ კითხვას:
რა არის საშუალო საფეხურზე ინგლისურნაში ზეპირი მეტყველების პრობლემის მიზეზი და როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს მერვე კლასელთა სამეტყველო უნარები საგაკვეთილო პროცესის განმავლობაში  და მის გარეთ?

თავი II
ლიტერატურის მიმოხილვა

არსებობს მრავალი თეორია იმისა, თუ როგორ უნდა ისწავლებოდეს ენა:
რობერტ ულსჰორის აზრით, დისკუსია მოსწავლეთა „დემოკრატიულ აღზრდას“ უწყობს ხელს. დისკუსიასა და დებატებში მონაწილეობს სწავლება უნდა მიმდინარეობდეს ზეპირმეტყველების, ლაპარაკის უნარის განვითარების ფარგლებში, ყოველივე ეს ხელს უწყობს სკოლის ზოგადი მიზნის განხორციელებას „აღზარდოს დამოუკიდებლად მოაზროვნე, გაბედული, გაწონასწორებული მოქალაქე, რომელიც აზროვნების თავისუფლებას მთელი გულით ეთანხმება და საკუთარი სიცოცხლისთ იცავს“. (Ulshöfer, 1964, 75)
აპელტაურის (შდრ. Apeltauer 1997;).  მიხედვით მოსწავლეთათვის უცხოური ენის სწავლება შემოფარგლულია საგაკვეთილო პროცესით. ამ შემთხვევაში საგაკვეთილო პროცესი აღიქმება ფორმალურ გარემოდ, ხოლო არაფორმალურ სიტუაციაში ლაპარაკს ყოველთვის ახლავს შეცდომები. მიუხედავად ამისა, საუბრისას მოსწავლე თვითონ მართავს ენის ათვისების პროცესს. გასათვალისწინებელია ბავშვის მონდომება და ძალისხმევა, რომლის შედეგადაც მიიღწევა მიზანი. ენის სწავლისას მოსწავლეს შეუძლია აზრის გადმოცემა არავერბალური საშუალებებითაც: ჟესტიკულაციით, სხეულის ენით, მიმიკით და ასე შემდეგ.
ზოგჯერ ინგლისური ენის შესწავლა იძენს პრაგმატულ მიზნებს. უცხოური ენის სწავლება დამოკიდებულია 3 მნიშვნელოვან ფაქტორზე:
·         ბიოლოგიური
·         კოგნიტური
·         სოციალურ-ინტერაქტიული.
გსიქოლოგ, ჟან პიაჯეს (1983) მიაჩნდა, რომ კოგნიტური ფაქტორების შერწყმა ენის ათვისების პროცესთან იწყება განვითარების შემდგომ ეტაპზე, სენსომოტორული ფაზის გადალახვის შემდგომ. ასაკის მატებასთან ერთად კოგნიტური შესაძლებლობების გამოყენება ენის შესწავლას ბევრად უფრო კომპლექსურს ხდის. ბიოლოგიურ და კოგნიტურ გარემოებებთან ერთად გასათვალისწინებელია ბავშვის ოჯახური გარემოც და ის სოციალურ-ინტერაქციული პირობები სადაც ის იზრდება. ამ ფაქტორებს პიაჯე სამ ძირითად ჯგუფად ყოფს:
·         ოჯახური მდგომარეობა
·         ინტერაქციის ფორმა
·         ენა რომელზეც მშობელი ელაპარაკება ბავშვს
ფსიქოლოგების (გალპერინი 1974, ვიგოტსკი 1974) მტკიცებით ენა აღქმულია, როგორც „მოღვაწეობა“. ამ მოსაზრებისგან სრულიად განსხვავდებოდა ბიჰევიორიზმის თეორია. ბიჰევიორიზმის თეორიის თანახმად დიდი მნიშვნელობა ენიჭება გარემოს და აღმზრდელების ზემოქმედებას ადამიანის ჩამოყალიბებაზე. ამიტომაცაა, რომ ბიჰევიორიზმში დიდი მნიშვნელობა ენიჭება წვრთნას და სიტყვების დასწავლა ხდება კონკრეტულ სიტუაციურ კონტექსტში გამეორების შედეგად. ცოდნის განმტკიცება კი შექებისა და გაკიცხვის შედეგად.(შდრ. Galperin 1974, 122).
ენის ათვისების ნატივისტური განსხვავებული თეორიის მიხედვით, მისი ფუძემდებელი, ლინგვისტი ნოამ ჩომსკი (1958) ამტკიცებდა, რომ მეტყველება ხასიათდება თანდაყოლილი უნარით და დამოკიდებილია იმ ენობრივ გარემოზე, სადაც ბავშვი იზრდება და მას მხოლოდ გააჩნია მიდრეკილება ენის მიმართ (LAD = Language Acquisation Device), ხოლო არსებული ინტერაქციული თვალსაზრით ენის ათვისების პროცესი ადამიანის კოგნიტურ განვითარებაზეა დამოკიდებულლი.
ბერკის (2011) მოსაზრებით ენა ისწავლება გარკვეული საფეხურების გავლით: პირველ საფეხურზე ჩნდება ერთსიტყვიანი წინადადებები, მეორე საფეხურზე ბავშვი აწყობს ორ ან სამ სიტყვიან წინადადებებს და მხოლოდ მესამე საფეხურზე ცოდნა სისტემატიზირდება და ბავშვი იწყებს საუბარს გარკვეული გრამატიკული კანონზომიერებით და წესების განზოგადებით.
სოციალურ-ინტერაქტიური თეორიის თანახმად ენის ათვისება ხდება კონტაქტის დამყარებით. ბავშვები სწავლობენ არამარტო სიტყვების მნიშვნელობას, არამედ თუ როგორ გამოხატავს მშობელი სათქმელს და ეს ფაქტორი ახდენს ძირითად გავლენას ბავშვის მეტყველების განვითარებაზე. ენის სწავლება არის კომპლექსური პროცესი სადაც აღმზრდელის მიერ მარტივად მოწოდებული ინფორმაცია გავლენას ახდენს ათვისების პროცესზე.
ბავშვის მეტყველების ათვისების ფენომენს ხსნის ფსიქოლინგვისტი დენ სლობინი, სადაც თავის ნაშრომში ის ახდენს 30 ენის განვითარების განზოგადებას და ხსნის იმ საოცარ ფაქტს, რომლის მიხედვითაც ბავშვის მიერ ენის გრამატიკის დაუფლებაში არსებობს მკაცრი თანმიმდევრობა. (შდრ. Slobin 1997)
თუმცა აღსანიშნავია, რომ ვერცერთი ეს თეორია ვერ ჩაითვლება სრულყოფილად და ან უნივერსალურად. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ახდენს გარკვეულწილად ზეგავლენას ენის შესწავლაზე.
ის თუ როგორ წარიმართება უცხოური ენის შესწავლის პროცესი მჭიდროდაა დამოკიდებული პირველი ენის ცოდნაზე და შემსწავლელის მსოფხედველობაზე, ამიტომაც არსებობს მოსაზრება, რომ უფროს მოსწავლეებს (14-15 წლიდან ზემოთ) ბევრად უფრო უადვიდებათ ცოდნის კლასიფიცირება ვიდრე პატარებს, რომლებსაც ჯერ არ აქვთ ჩამოყალიბებული აბსტრაქტული აზროვნების უნარი და უჭირთ აზრების გამოტანა. თუმცა ადრეულ ასაკში მოსწავლეები სიტყვებს და ფრაზებს ფონეტიკურად სწორად გამოქვავენ.
თანამედროვე უცხოური ენის გაკვეთილი კონცეპტუალურად გან­სხვავდება ტრადიციული გაკვეთილისაგან, და ის დღეს, უპირველეს ყოვლისა, კომუნიკაციაზეა ორიენტირებული. საუბრის გაუმჯობესების რამდენიმე მეთოდი არსებობს:
·         პირდაპირი მეთოდი
·         აუდიო-ლინგვალური მეთოდი
·         აუდიო-ვიზუალური მეთოდი
·         შერეული მეთოდი
·         კომუნიკაციური დიდაქტიკა
·         პრაგმატულ-ფუნქციონალური და ინტერკულტურული მიდგომები
პირდაპირი მეთოდი გულისხმობს უცხოური ენის შესწავლას მშობლიურ ენაზე დაყრდნობის გარეშე და მისი გამოყენება მინიმალურია. ამ მეთოდიკის თანახმად მოსწავლე ეჩვევა უცხოურ ენაზე ფიქრს და ასე ხდება მისი განვითარება.
აუდიო-ლინგვალური მეთოდი არის დაფუძნებული არა ენის ცოდნაზე არამედ მის გამოყენების უნარზე და დამახასიათებელ სავარჯიშოთა ფორმებზე როგორებიცაა:
·         წინადადებების მოდელებზე სხვადასხვა ვარიაციებით ვარჯიში
·         ჩასასმელი სავარჯიშო
·         წარმოთქმაზე საწვრთნელი სავარჯიშოები
·         დიალოგების დასაზეპირებელი სავარჯიშოები და კლასში მათი გათამაშება
აუდიო-ლინგვისტური მეთოდის ძირითადი პრინციპებია სამეტყველო ენის წინ წამოწევა და ლაპარაკის უნარ-ჩვევების უპირატესობა:
·         გრამატიკული თემების, ენის შემსწავლელთათვის ყოფითი სიტუაციების, დიალოგური ფორმების საშუალებით
·         ენობრივი მოდელების დასწავლა იმიტაციისა და ხშირი გამეორებით
·         მშობლიური ენის გამორიცხვა და მეტყველება მხოლოდ შესასწავლელ ენაზე
აუდიო-ვიზუალური მეთოდი რომელიც აუდიომასალის საშუალებით აღწერს სურათებს
შერეული მეთოდი შეიცავს ყველა ზემოთჩამოთვლილ მეთოდს და ახალი სახელმძღვანელოს შემუშავებას, სწავლების ისეთი კონკრეტული პირობების გავლენით როგორებიცაა: მოსწავლეთა ასაკი, სწავლების ხანგრძლიობა, საათების რაოდენობა და სხვა
კომუნიკაციური დიდაქტიკა მიზნად ისახავს მეცადინეობის ფარგლებში ისეთი აქტიური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, რომლის მიხედვითაც მერტველება ფუნქციონალურ ჭრილში გამოიყენება. ნასწავლი მასალა წარმოჩენილია ყოფით, კომუნიკაციურ სიტუაციაში და გამოხატავს მოსაუბრის პირად აზრს კონკრეტულ სიტუაციაზე (ვფიქრობ, ვვარაუდობ, მჯერა რომ, ვიზიარებ იმ პოზიციას რომ). ეს მეთოდი არ ითვალისწინებს გრამატიკის ღრმა შესწავლას და მას აქვს გამოყენებითი ხასიათი. გრამატკული მასალა შემსწავლელს მიეწოდება შერჩევითი მეთოდით, გამოიყენება კონკრეტულობა, თვალსაჩინოება ანუ ისწავლება ლინგვისტური გრამატიკა.
ინგლისური ენის გაკვეთილის მიზანს დღეს შესასწავლ ენაზე კომუნიკაციური კონცეპცია და ქვეყნის კულტურის აღქმა. ენობრივი მასალის მექანიკური დაზეპირება ჩაანაცვლეს შინაარსზე ორიენტირებული დისკუსიებმა და კრიტიკული აზროვნების განმავითარებელმა დავალებებმა. კომუნიკაციის სისტემატიზირებლად საჭიროა მოსწავლეს შემდეგი უნარ ჩვევები:
·         მოსმენა
·         ლაპარაკი
·         კითხვა
·         წერა
მოსმენისას და კითხვისას ხდება ინფორმაციის მიღება, ხოლო ლაპარაკისას და წერისას - გაცემა. ენის შესწავლა გულისხმობს ამ 4 უნარ-ჩვევის განვითარებას. მათი განცითარებისთვის საჭიროა შემდეგი ენიბრივი ასპექტების დაუფლება:
·         ლექსიკა
·         გრამატიკა
·         წარმოთქმა და ინტონაცია
·         მართლწერა
ვინაიდან კომუნიკაციისას ყველა ეს ელემენტი თანაბრად მონაწილეობს, საჭიროა მათი ინტეგრირება. ასევე აღსანიშნავია, რომ ინგლისურ ენაში უდიდესი ყურადღება ექცევა ფონეტიკას სიტყვის წარმოთქმასა თუ წაკითხვის დროს, ამიტომ მასზე მუშაობა სწავლების მთელი მანძილზე მიმდინარეობს. წარმოთქმაზე მუშაობას დადებითი შედეგი მოაქვს საუბრის უნარ-ჩვევებზე მუშაობაზე.
ენის სრლყოფილი ათვისებისთვის, მოსმენის უნარ-ჩვევა, ლაპარიაკის, კითხვის და წერის უნარ-ჩვევებთან ერთად ძალზე მნიშვნელოვანი ელემენტია. ზეპირი კომუნიკაციის შემადგენელი ნაწილი არის მოსმენა რომელიც სიტუაციურად შეიძლება იყოს ავთენტური (უცხო კულტურის რეალურ კონტექსტში წარ­მოდგენა) ან არაავთენტური (ენის ათვისების პროცესისათვის დიდაქტი­კურად მარული ხელოვნურად შექმნილი ტექსტები, რომლის ავტორიც არ არის ენის მატარებელი).
მოსმენას საგაკვეთილო პროცესში ენიჭედა დიდი დრო, ამიტომაც თუ დაბალ საფეხურზე შესაძლებელია ადაპტირებული და არაავთენტური მასალით მუშაობა, მაღალ საფეხურზე საჭიროა მხოლოდ ავთენტური მასალით მუშაობა. სასწავლო ტექსტში მოსმენის მიზნებიდან გამომფინარე განასხვავებენ მოსმენის სხვადასხვა სახეს:
·         მოსმენილი ტექსტის ძირითადი აზრის გაგება
·         მხოლოდ საინტერესო ინფორმაციის გაგება
·         მოსმენილი ტექსტის დეტალურად გაგება
მოსმენის უნარ-ჩვევებზე მუშაობა საკმაოდ რთული პროცესია. ის მრავალო კომპონენტისგან შედგება და დიდ შრომას მოითხოვს. ამ კომპონენტების დაუფლების შედეგად მოსწავლე შეძლებს:
·         პირდაპირ კომუნიკაციაში მონაწილეობას, რაც ითვალისწინებს ნათქვამის გაგებას და შესაბამისად რეაგირებას
·         არაპირდაპირი კომუნიკაცია, რაც გულისხმობს მოხსენებების ან მედიების მოსმენა / გაგებას და საჭირო ინფორაციის ამოღებასა და შეფასებას
კომუნიკაციაზე ორიენტირებული უცხოური ენის გაკვეთილისათვის მნიშვნელოვანია არა ცალკეული გრამატიკული ფორმები, არამედ ენობრივი ურთიერთგაცვლის კომპლექსური, არგუმენტის და კონტრარგუმენტის, კითხვისა და პასუხის შინაარსზე ორიენტირებული მიზანმიმართული ფორმები, რომლებშიც ადამიანები თავიანთ მოსაზრებებს გამოთქვა­მენ, თავიანთ პოზიციებს სხვის პოზიციებთან ადარებენ.
ლაპარაკის განმავითარებელი სავარჯიშოებია:
·         მონოლოფიური მეტყველება: მოხსნება, შეჯიბრი კითხვაში, სურათის შინაარსის აღწერა, რეფერატის ან პროექტის წარდგენა
·         ზეპირი ინტერაქცია: როლის შესრულება სპექტაკლში, საუბარი, დისკუსია, დებატები
·         მედიაცია: თარჯიმნობა, რაიმის შეჯამება, ზეპირი და წერილობითი ტექსტების პერეფრაზირება
ამ აქტივობების კეთებისას მოსწავლე იძენს მეტაკოგნიტურ გამოცდილებას და ეუფლება ზეპირი სალაპარაკო ქმედების ოპტიმიზაციის სტრატეგიებს.
მითითებები მოსწავლეებისთვის:
·         აქტიურად მონაწილეობს გაკვეთილში, იჩენს ინტერესს და აქვს განვითარებული გუნდირი მუშაობის უნარი
·         მზადაა გამოხატოს საკუთარი მოსაზრება უცხოურ ენაზე
·         მონაწილეობს დიალოგში (ვერბალური და არავერბალური მეთოდებით)
განასხვავებენ სწავლების შემდეგ ძირითად სოციალურ ფორმებს:
·         ფრონტალური გაკვეთილი
·         მუშაობა ჯგუფებში
·         მუშაობა წყვილებში
·         ინდივიდუალური მუშაობა
იმის მიხედვით თუ რომელი ფორმა გამოიყენება გაკვეთილზე იცვლება მასწავლებლის და მოსწავლეების როლები. სწავლების ტექნიკა უნდა იყოს დინამიური. სწავლების ფორმები გულისხმობს არამარტო ტექნიკებს, არამედ გამუდმებით ურთიერთობას მოსწავლეთა შორის. ესეთი დამოკიდებულება ხელს უწყობს ენის ათვისებას.
დადგენილია, რომ სოციალური გარემო ეფექტური გაკვეთილის საწინდარია:
·         ფრონტალური გაკვეთილი არის ყველაზე გავრცელებული ტრადიციული ტიპის გაკვეთილი. უარყოფით მხარედ ითვლება ის რომ მასწავლებელია ცენტრალური ფიგურა გაკვეთილზე და მოსწავლეების აქტივობა ძალზე მწირია
·         ჯგუფური მუშაობა მიმართულია მოსწავლეების მაქსიმალურ ჩართულობაში, მოსწავლეები დავალებას ასრულებენ ერთობლივად, თითოეული მოსწავლის პასუხისმგებლობა, ჯგუფის წევრების აზრის გათვალისწინებაა, საჯუთარი შესაძლებლობის მაქსიმალურად გამოვლინება.
·         წყვილებში მუშაობა არის სწავლების კიდევ ერთი ფორმა, მეწყვილეები სწავლობენ თანაშრომლობას და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია სწავლობენ ეთმანეთისგან.
·         ინდივიდუალური მუშაობა ყველაზე გავრცელებული ფორმაა, ეს ფორმა აქტიურად გამოიყენება საკუთარი ცოდნის განმტკიცებაში, აგრეთვე ახალი მასალის შესწავლაში და საშინაო დავალების შესრულებაში.
·         მუშაობა ფორუმში საკმაოდ ეფექტურია ახალი თემის შესამზადებლად, მოსწავლეთა წინარე ცოდნის საფუძველზე ახალი მასალის ახსნა, ნასწავლი მასალის შედეგების შეჯამება და მაგაზე დაყრდნობით დისკუსიის გამართვა მოსწავლეების მიერ მონაწილეობა როლურ თამაშებში, პრეზენტაციებში, ფილმების და სასწავლო მასალის ერთობლივად ყურება და ასე შემდეგ.
შეფასება არის აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევა, იგი გულისმობს არჩეული შემუშავებული კრიტერიუმის, შემუშავებული და გარკვეული კატეგორიისადმი მიკუთვნებას სტანდარტებზე დაყრდნობით.
მედიები სასწავლო პროცესის უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ, ისინი აიოლლებენ და აუმჯობესებენ გაკვეთილის ჩატარებას.
მედიების გამოყენებით მასწავლებელი მიმართავს მრაფალფეროვან ხერხებს და მეთოდებს. მედიების საშუალებით იზრდება მოსწავლეთა მოტივაცია. მედიების ძირითად ამოცანად ითვლება ინფორმაციის მმიწოდება. ამდენად, ცოდნის გადაცემა (ტრანსმისია) მედიის საშუალებით უფრო ეფექტირადაა შესაძლებელი. მედიის ჩართვა გაკვეთილში დამოკიდებულია მოსწავლეთა ინტერესზე. ტექსტების შერჩევა უნდა იყოს ავთენტური და მიესადაგებოდეს საჭიროებებს, ამიტომ აუცილებელია ტექსტები და დავალებები ემთხვეოდნენ მოსწავლეთა ინტერესის სფეროს. მნიშვნელოვან როლს თამაშობენ დისკები, აუდიომასალები, რომლებიც ეხმარებიან მოსმენის და ლაპარაკის უნარის განვითარებას. CD დისკების მეშვეობით ტექსტების მოსმენა შეიძლება სახლში დამოუკიდებლად.
დიდი როლი ენიჭება ვიზუალურ მედიებს. საილუსტრაციო მასალა, ცხრილები, პოსტები, ნახატები და მათი გამოყენებით მოთხრობილი ისტორიები, სამუშაო ფურცლები, ლექსიკური მასალის ასათვისებელი კარტები, საპროექციო ხელსაწყოები აღსაქმელად და დასამახსოვრებლად ბევრად უფრო ადვილს ხდის მასალას, გარდა ამისა სახალიოდ გარდაქმნის საგაკვეთილო პროცესს.  ვიზუალური მედიების ამოცანები და ფუნქციები მრავალფერივანია.  გასაკვირი არაა, რომ დღესდღეისობით ვიზუალური მედიის გამოყეენება ხშირია თანამედროვე სახელძღვანელოებში. აღსანიშნავია ისიც, რომ ევროპის ქვეყნების სკოლებში უცო ენის შესწავლისას დიდი ადგილი უჭირავს პროექტორს. მას იყენებენ როგორც სურათების საჩვენებლად ასებე სავარჯიშოების მართვისთვის, პრეზენტირებისთვის და სხვა. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს ეს ენის აღქმის, გადამუშავებისა და გამოყენების კარგი საშუალებაა.
ხშირად სირთულეს წარმოადგენს სხვადასხვა სრულიად განსხვავებული წარმოთქმა და განსხვავებული ლექსიკური და გრამატიკული სტრუქტურა მშობლიურ და უცხო ენებს შორის, მაგალითად - ბგერების წარმოთქმა ერთი სკოლის რუსულ და ქართულ კლასებში სრულიად განსხვავებულია და აქვთ მშობლიური ენისთვის დამახასიათებელი აქცენტი.
ეს მოსაზრება იყო შესწავლილი ლადოს მიერ და ის ამ შეცდომას იტერფერენციულ მეთოდს უწოდებს. ისეთივე ინტერფერენციული შეცდომები ხშირად არის წყარო ლექსიკის და გრამატიკის შესწავლაში. (მახვილის, ინტონაციის და სტრუქტურული წინადადების დროს). რ. ლადო გვთავაზობს გამოვიყენოთ სავარჯიშოები გამოტოვებული ადგილით სადაც მოსწავლემ თვითონ უნდა გამოიცნოს და ჩასვას სიტყვა რათა წინადადება აზრობრივად გამართული იყოს. თუმცა ლადოსგან სტულიად განსხვავებულ აზრს გამოთქვამს ქეით მოროუ, რომელიც მსჯელობს ენის საკომუნიკაციო ფუნქციიდან გამომდინარე. მის ნაშრომში „ტესტირება საკომუნიკაციო ენის გაკვეთილზე – რევოლუცია თუ ევოლუცია?“ მოროუ ამტკიცებს, რომ გაკვეთილი რომლის მიზანიცაა საკომუნიკაციო კომპეტენციის შესწავლა, უნდა გამოუმუშაოს მოსწავლეებს არა მხოლოდ ავთენტური ტესტების გაგებ, არამედ ამ ტესტების საფუძველზე საკუთარი საკომუნიკაციო მიზნებისა და მოთხოვნების ჩამოყალიბების უნარი.
შესასწავლი თემების სია უნდა იყოს გამოყენებადი, ეხებოდეს რეალურ სიტუაციებს და დაძლევად სირთულეებს. ამას ხელს წასაკითხი და მოსასმენი მასალა უნდა უწყობდეს. აქედან გამომდინარეობს ის, თუ რამდენად შეუძლია მოსწავლეს წაკითხულის ან მოსმენილის გააზრება და ენობრივ უნარ-ჩვევებზე დაფუძნებით აზრის გამოხატვა.
სასწავლო მიზნებიდან გამომდინარე განისაზღვრება ტესტირების და აქტივობების ფორმები და ის, თუ რა უნდა მოხდეს საგაკვეთილო პროცესის მსვლელობისას.
უცხო ენის შესწავლის საინტერესო მეთოდები, რომლებიც გამოიყენებოდა საგანმაბნათლებლო პროცესში საშუალო საფეხურზე.
სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა რონ ატკინსონმა თავის სტუდენტებს შესთავაზა დამახსოვრების ორიგინალური ვარიანტი – ჟღერადობით მსგავსი მშობლიური ენის სიტყვების საშუალებით.
1.შერჩეული სიტყვებით ან სტყვათა შეთანხმებით დგება წინადადება –ასოციაცია და ამას დამატებული თარგმანი. მაგალითად, "მეორე" ინგლისურ ენაზე "draw" (ქართულად ჟღერს როგორც „დრო"), წინადადება ამ სიტყვის დამახსოვრებისთვის შეიძლება იყოს ასეთი: „დაინიშნეთ დრო."
ეს მეთოდი მოსახერხებელია ინდივიდუალური მიდგომის და თავისუფლად აზროვნები საუცილებლობის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ენის სრულყოფილად დაუფლებისთვის ეს საკმარისი არ არის, მაგრამ კარგად უწყობს ხელს სიტყვის მარაგის შევსებაში.
2. ფერადი სტიკერები სიტყვებით
ეს მეთოდი იდეალურია იმ არსებითი სახელების დამახსოვრებაში, რომლებსაც ჩვენს ირგვლივ ვხედავთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს მეთოდი გამოიყენება სწავლების ადრეულ ეტაპზე.
3. საკომუნიკაციო მეთოდი
ენის დაზეპირებით მოსაწყენ სწავლებას ენაცვლება სიტყვების დამახსოვრების და ენის ბარიერის დაძლევის ძალიან ეფექტური მეთოდი – კომუნიკაციური. სიმართლე რომ ვთქვათ, მისი გამოგონებაც კი არ გახდა საჭირო. თავდაპირველად ტომებს შორის ცოდნის გაცვლა-გამოცვლა ხდებოდა ცოცხალი კონტაქტის მეშვეობით, მიმიკებითა დაჟესტებით. გაცილებით ადვილია ენის შესწავლა, იმ ადამიანთან კონტაქტით, ვისთვისაც ეს ენამშობლიურია. სწავლების პროცესში კარგია თუ მოსწავლეების ჯგუფებად დაყოფა მოხდება, ამასთან, არა აქვს მნიშვნელობა ენის ცოდნის დონეს და სიტყვათა მარაგს. ამ მეთოდის ერთ-ერთ ვარიანტს წარმოადგენს თეატრალური სცენების შეტანა, თამაში და სიუჟეტის განხილვა. თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებების გამოჩენამ ესამოცანა უფრო გაამარტივა სწორედ ამიტომ აღვნიშნავ სოციალური მედიის დიდ წვლილს და ულევ რესურსს რომელიც რეალურად უწყობს ხელს მოსწავლეს გამარტივებული გზებით შეძლოს მეტყველების უნარების დახვეწა.
4. ფიზიკური რეაგირების მეთოდი
ეს ორიგინალური მეთოდი შეიმუშავა სან-ხოსეს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორმა ჯეიმს აშერმა. მეთოდი ეფუძნება სწავლის ბუნებრივ პროცესს – პროფესორი სთავაზობს დამატებითი ენების შესწავლას ისევე, როგორც მშობლიური ენის. პირველი რამდენიმე გაკვეთილი მოსწავლე მხოლოდ საუბარს ისმენს, ამასთან, მას არ მოეთხოვება სიტყვიერი რეაგირება და კითხვებზე პასუხის გაცემა. ნებისმიერი რეაქცია ხდება ფიზიკური ჟესტების დონეზე. ამგვარად დგება გათავისების პერიოდი, როდესაც ადამიანს შეუძლია სპონტანური რეაგირება მოახდინოს მიმდინარე პროცესებზე და მონაწილეობა მიიღოს უცხო ენის გამოყენებით. თავდაპირველად ამ მეთოდს სამეცნიერო საზოგადოებამ მხარი არ დაუჭირა. დღეს მას წარმატებით იყენებენ ენის შესასწავლად, თუმცა არასკოლო პირობებში. აღნიშნული მეთოდის რენტაბელურობა მრავალი კვლევით არის დადასტურებული მაგრამ მასწავლებელი უნდა ეცადოს მაქსიმალურად ჩართოს საგაკვეთილო პროცესში ყველა მოსწავლე და არ გამოიყენოს ისინი ცდის ელემენტებად, დღესდღეობით იმდენად აქტიური თაობაა სკოლებში რომ სულ უფრო და უფრო მეტი სურთ მეტი თნამედროვე საკითხების ხილვა სურთ სახელმძღვანელოში რეალურად რაც მათთვის აქტუალურია.
ცხოური ნის თვისება ანგრძლივი თული როცესია. ცხო ნის ესწავლა ვინის უშაობას ვითარებს. ადამიანები, რომლებიც სწავლობენ და იღრმავებენ ცოდნას ახალი ენის სწავლით ავარჯიშებენ და ააუმჯობესებენ თავის მეხსიერებას. ახალი ენის სწავლა აძლევს ადამიანს სოციალურ უპირატესობას. უცხო ენის ცოდნა კარიერის აწყობის კარგი საწინადარია.
ათწლეულების ცვლილებასთან ერთად იცვლებოდა სწავლების მეთოდები, მოსწავლეებთან მიდგომის წესი. უფრო ღია გახდა კომუნიკაცია, ურთიერთობა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის უფრო მეგობრული გახდა.
დღეს უცხოური ენის სწავლას განსაკუთებული როლი ენიჭება. მოსწავლეს სხვადასხვა ინტერვენციებით უყალიბდება ლოგიკური აზროვნება, უვითარდება IQ (ზოგადი ინტელექტი) და EQ (ემოციური ინტელექტი). დღეს უცხოური ენის სწავლა არ არის ლექსიკური და გრამატიკული მასალის ტრადიციული დაზეპირება, არამედ შესასწავლ ენაზე კომუნიკაცია, აღქმა და დაფასება ქვეყნის კულტურის, რაც დაეხმარება ქვეყნებს კულტურათა დიალოგში.
თანამდედროვე საგაკვეთილო პროცესის ელემენტებია:

1.      თანამედროვე სასწავლო პროცესი ორიენტირებული უნდა იყოს მოსწავლეზე და სრულად ითვალისწინებდეს მის ინტერესებს, რათა ხელი შეუწყოს სამყაროს შეცნობაში და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას.
2.      მოსწავლის პოტენციალის ამოქმედება ხელს უწყობს თავისუფალი მეტყველების უნარ- ჩვევის განვითარებას და შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეს იყოს ჩართული არა მხოლოდ საგაკვეთილო პროცესში, არამედ აძლევს პტაქტიკული იმპლემენტაციის საშუალებას არასაგაკვეთილო პროცესში.
3.      საგაკვეთილო პროცესში ისეთი ინსტრუმენტების შერჩევა და დანერგვა, რომლებიც მაქსიმალურად ხელს შეუწყობენ ტექნიკური საშუალებების (მედიების) გამოყენებას მოსმენისა და ლაპარაკის უნარის გაუმჯობესებისთვის.
4.      წინასამეტყველო სავარჯიშოების ტიპების მრავალფეროვნება (Roche, 2011; 111).
5.      აქცენტი გაკეთდეს მეტყველების განვითარებისთვის საჭირო ყველა არსებულ ფორმაზე (დიალოგის, დისკუსიის და დებატების ჩათვლით).

თავი III
საკვლევი მასალის შესწავლა და კვლევის მეთოდები

ორი წელია ტიციან ტაბიძის სახელობის 43-ე საჯარო სკოლას აქვს მჭიდრო ურთიერთობა გერმანიის, ლუდვიგსბურგის, გოტლიებ დაიმლერის სკოლასთან. სკოლა არის ჩართული ერთობლივ, გაცვლითი პროექტში: „ორი ქვეყნის ერთი ამბავი’’. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს საშუალება ეძევათ გააცნონ თავიანთი ქვეყნის კულტურა, ტრადიციები და ისტორია ერთმანეთს. მოსწავლეებს, აქვთ მჭიდრო კონტაქტი და კომუნიკაცია თავიანთ თანატოლებთან ინგლისურ ენაზე.
გარდა ამისა 2019 წლის 30 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით, ტიციან ტაბიძის სახელობის 43-ე საჯარო სკოლა მასპინძლობდა ჰოლანდიელ BC Broekhin Roermond სკოლის მოსწავლეებს (16 მოსწავლეს და 2 მასწავლებელს). სკოლის ადმინისტრაციამ, პროექტის „International Skills” ფარგლრბში, უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობით წინასწარ დაგეგმა პროექტის პროგრამა, რომელშიც ვიღებდით მონაწილეობას მე, ინგლისური ენის პედაგოგი, ისტორიის მასწავლებელ, ქ-ნ ნინო აბულაძე და VIII კლასის მოსწავლეები (16 მოსწავლე). პროექტში უშუალო ჩართულობამ, მომცა დაკვირვების საშუალება ჩემს მოსწავლეებზე საგაკვეთილო პროცესსა და არაფორმალურ გარემოებებში.
დაკვირების შედეგად დავადგინე, რომ ზოგიერთ წარმატებულ მოსწავლეს უჭირდა თანატოლოებთან ურთიერთობა ინგლისურ ენაზე. მოსწავლეებს უჭირდათ:
·         აზრის გამოტანა დიალოგისას (ნალაპარაკების გაგება)
·         დიალოგში ჩართვა
·         აზრის გამოთქმა, მოუმზადებელი პასუხის სხარტად გაცემა
·         დიალოგის წარმართვა უცხოელ სტუმრებთან
·         ჰქონდათ შეცდომის დაშვების შიში
იმისთვის, რომ ჩავწდე პრობლემის შინაარს, დავიწყე გეგმის შემუშავება და შემდეგი ნაბიჯების გადადგმა: პირველ რიგში ჩავატარე დიაგნოსტიკური ანკეტირება-გამოკითხვა. რაოდენობრივი კვლევის ამ სახეს იმიტომ მივმართე, რომ რესპოდენტები ყოფილიყვნენ უფრო გახსნილები და არ მომეწია დამაზუსტებელი კითხვების დასმა. ვიმუშავე კითხვვების ხარისხზე, ვეცადე რომ კითხვარი ყოფილიყო მარტივი და გასაგები. კითხვარი შედგებოდა 6 კითხვისგან (იხილეთ დანართი 1).  გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო კლასის 16-ვე მოსწავლემ. გამოკითხვის შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:

მოსწავლეები მაღალი პასუხისმგებლობით მიუდგნენ ანკეტირებას და კითხვებს პასუხები გააზრებულად გასცეს პასუხები.  მათ გამბედაობა შეჰამატა იმან რომ ანკეტები იყო ანონიმური და მათი შემვსები ვერ იდენტიფიცირცდებოდა.
გამოკითხვის შედეგებიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ კლასში არაერთგვაროვანი სიტუაციაა, ბავშვები აღიარებენ იმას, რომ აქვთ გაკვეული პრობლემები ინგლისურად მეტყველებასა და კომუნიკაციაში.
ასევე, ჩავატარე ინტერვიუირება უცოური ენის კათედრის მასწავლებლებთან, რომლებიც ინგლისურ ენას იგივე ასაკობრივ ჯგუფებს ასწაცლიან, ქ-ნ ეკატერინე გრიგალაშვილთან და ეკატერინე ბერიძესთან. საკითხები მოვამზადე წინასწარ და განსვსაზღვრე კითხვების რაოდენობა. კითხვები იყო შემდეგნაირი:
Ø  რას ფიქრობთ თქვენი მოსწავლეების მეტყველების უნარ-ჩვევის დონეზე?
Ø  რამდენად ეთანხმებით იმას, რომ მოსწავლეებს უჭირთ ინგლისური ენის ტრანსფერი რეალურ ცხოვრებში?
Ø  თქვენი აზრით, რა ინტერვენციები უნდა გატარდეს ამ სიტუაციების გასაუმჯობესებლად?
მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლებს ინტერვიუ ცალ-ცაკე ჩაუტარდათ და მათ არ ქონდათ ერთმანეთთან კომუნიკაციის საშუალება, ორივე მასწავლებელმა იდენტურ პრობლემებზე ისაუბრეს:
პირველ კითხვაზე ჩემმა კოლეგებმა აღნიშნეს, რომ კლასში ყავთ ყველანაირი აკადემიური მოსწრების მოსწავლე. მიუხედევად იმისა, რომ კლასის ძირითადი ნაწილი აქტიურად არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში და სისტემატურად ასრულებს საშინაო დავალებებს, ინგლისურ ენაზე თავისუფლად ინტერაქცია მოსწავლეებს უჭირთ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გამოკითხული პედაგოგებიდან ერთ-ერთი - ქ-ნ ეკატერინე ბერიანიძე იყო ჩემ მიერ ზემოთ ხსენებული პროექტის, „ორი ქვეყნის ერთი ამბავი’’ ერთ-ერთი მონაწილე. ჩემი კოლეგის დაკვირვება მოსწავლეთა მეტყველების პრობლემატიკის შესახებ ემთხვევა ჩემს მოსაზრებებს.
რაც შეეხება მეორე კითხვას, მოსწავლეების მიერ საგაკვეთილო პროცესში მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესახებ, რესპოდენტებმა აღნიშნეს რომ არაფორმალურ გარემოში მოსწავლეების ნაწილს უჭირს მობილიზება და უცხოელებთან კონტაქტისას იძაბება რადგან ბევრს ფიქრობენ გრამატიკულ სტრუქტურებზე, ხშირად ვერ აყალიბებენ აზრს ლექსიკური მასალის სიმწირის გამო და ან კიდევ კომპლექსდებიან შეცდომის დაშვების შიშით.
მესამე, შემაჯამებელი კითხვის პასუხად, ჩემმა კოლეგებმა აღნიშნეს პრობლემის აქტუალურობა და მისი გადაჭრის აუცილებლობის მნიშვნელობა, ისაუბრეს იმაზე, რომ აუცილებელია ამ პრობლემის აღმოსაფხვრელი მეთოდების ძიება.
იმისთვის, რომ შევამოწმო კლასის დონე მუშაობის დაწყებამდე და უფრო თვალსაჩინოდ გამოვაჩინო მიღებული შედეგები შევთავაზე მოსავლეებს კითხვარი (იხილიეთ დანართი 2). მოსწავლეებმა კითხვებს პასუხები შემდეგნაირად გასცეს:
ჩემი დაკვირვებიდან, მოსწავლეების მიერ შევსებული ანკეტის, კითხვარისა და მასწავლებელთა ინტერვიუებიდან გამომდინარე, შევეცადე დამეგეგმა ინტერაქციები და შემდეგი ნაბიჯები პრობლემის აღმოფხვრისთვის.
IV თავი
ინტერვენციების დაგეგმვა და განხორციელება
პრობლემის აღმოსაფხვრელად ჩატარდა შემდეგი სამუშაოები:
შევეცადე მესაუბრა მოსწავლეებთან მეგობრულ გარემოში, მესაუბრა კომუნიკაციის იმ სირთულეებზე რაც მათ გააჩნდათ ინგლისურად ლაპარაკისას, ამეხსნა რომ ენის შესწავლისას და საუბრისას ზოგადად შეცდნომის დაშვება არ არის სასირცხვილო და რაც მთავარია ეს არ უნდა გახდეს მათი ნერვიულობის საბაბი. თვალსაჩინოების სახით კლასში ვატმანის ქაღალდზე დაწერილი წარწერა გავაკარი: ‘’Only those who do not try speaking never make mistakes” (მხოლოდ ის, არ უშვებს შეცდომებს, ვინც არ ცდილობს ლაპარაკს) ასევე საკლასო ოთახში გავაკარით პოსტერები “If you fail, never give up because F.A.I.L. means “First Attempt In Learning” (თუ წარუმატებლობას განიცდი, არ დანებდე, რადგან წარუმატებლობა აკროსტიკულად ნიშნავს პირველ ცდას სწავლაში); “If you get No in answer, Remember N.O. means “Next Opportunity” So let’s be positive (თუ პასუხად მიიღებ არა-ს, დაიმახსოვრე არა, აკროსტიკულად ნიშნავს შემდგომ შესაძლებლობას, ამიტომ განეწყვე პოზიტიურად). „ენის გასატეხად“ კლასში შემოვიღეთ წესი - ვილაპარაკოთ მხოლოდ ინგლისურად, მაშინაც კი თუ არ ვიცით რომელიმე სიტყვა, გამოვთქვათ აზრი ისე, რომ გავაგებინოთ ყველას ჩვენი სათქმელის აზრი, სიტყვის დეფინიციით ან სინონიმებისა და ანტონიმების მოძებნით. აგრეთვე მოსწავლეებს შევთავაზე შემდეგი აქტივობა, რომელსაც პირობითად დავარქვი “Story Time”: ვირჩევ სიტუაციურ სასაუბრო თემას, რომელიც არის ავთენტური და პასუხობს მოსწავლეთა ინტერესებს, შემდგომ მათ უნდა განაგრძონ მოცემულ თემაზე საუბარი 1 წუთის ან 1,5 განმავლობაში და მაქსიმალურად განავრცონ თავიანთი იმპროვიზირებული მონაყოლი, ისე, რომ ის იყოს ხატოვანი და მრავალფეროვანი, შესაძლოა ისტორია გამოგონილიც იყოს. ლაპარაკისას კლასის სხვა მოსწავლეები უსმევენ კითხვებს (How, Why, Where?..) (როგორ, რატო, სად?..) რითაც ერთვევიან დიალოგში. ამ დროს მასწავლებელი აკვირდება პროცესს და ერთვევა მხოლოდ იმ დროს თუ დიალოგი შედის ჩიხში. ამ მიდგომამ შექმნა სახალისო გარემო კლასში და სასწავლო პროცესი ბევრად ნაყოფიერად წარიმართა. ამგვარმა გამხნევებამ განაწყო მოსწავლეები პოზიტიურად, უბიძგა ყველა მოსწავლეს აქტიურად ჩართულიყვნენ გაკვეთილში და მათი მიდგომა ლაპარაკისადმი შეცვალა, ისინი ლაპარაკობდნენ ბევრად მხნედ და გაბედულად.
გარდა ამისა, მივმართე მეტყველების სწავლების სხვადასხვა თანამედროვე მეთოდოლოგიებს. არსებობს უცხო ენის მეტყველების (EFL) სწავლების სხვადასხვა მეთოდოლოგია, რომელთაგან ყველაზე ეფექტური და ნაყოფიერი შემდეგი ოთხია:

·         ინგლისურის, როგორც უცხო ენის შესწავლა გულისხმობს 3P-ს ან PPP (Presentation, Practice, Production) (გაცბონა, გავარჯიშება, გამოყემენება) მიდგომას. ეს მეთოდი საკმაოდ ეფექტურია მოსწავლეთა მეტყველების გასაუმჯობესებლად. ამ მიდგომის აქცენტი კეთდება შემდეგ ასპექტებზე:
Ø  კომუნიკაციის სურვილი
Ø  საბაბი სასაუბროდ
Ø  შინაარსი და არა ფორმა (გრამატიკული სტრუქტურა)
Ø  აქტივობაში მასწავლებლის მინიმალური ჩართულობა
Ø  მასალა, რომელიც ნაკლებად კონტროლირებადია (არ მოითხოვს რომელიმე კონკრეტული ენობრივი ელემენტების გამოყენებას)

·         ასევე საკმაოდ ცნობილი მეთოდია (TBL) (Task-Based Language) - სწავლება დაფუძნებული დავალებების შესრულებაზე. რაც გულისხმობს ენს ავთენტურ გამოყენებას რეალურ კომუნიკაციში მისი გამოყენებისთვის. ამ დროს სრულდება ისეთი დავალებები რომელიც ეხმარება მოსწავლეს ლოგიკურად ჩასვას სიტყვები გამოტოვებულ ადგილებში რათა მიიღოს აზრიანი წინადადება, რის შედეგადაც კონტექსტიდან გამომდინარე უკეთ იმახსოვრებს ახალ სიტყვებს და ითვისებს მასალას. თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც მოსწავლეები აკეთებენ მსგავს სავარჯიშოებს მასწავლებლების ან სხვა მოსწავლეების დახმარებით და არ შეუძლიათ დამოუკიდებლად გამოიყენონ მიღებული ცოდნა რეალური კომუნიკაციის დროს.

·         ასევე ეფექტური გამოდგა მეთოდი სახელწოდებით Communicative Language Teaching (ენის სწავლება კომუნიკაციის გზით). იმისთვის, რომ კლასში შეიქმნას სასაუბრო გარემო ვსამდი ისეთ კითხვებს როგორიცაა:

Ø  Have you ever climbed a mountain?
(როდისმე აცოცებულხარ მთაზე?)
Ø  Have you ever ski’d?
(როდესმე თხილამურით გისრიალია?)
Ø  Have you ever dived?
(როდესმე ჩაგიყვინთავს წყალში?)

·         არანაკლებ ცნობილი მეთოდია ESA (Engage, Study, Activate) (ჩართვა, შესწავლა, გააქტიურება). ეს მეთოდიკა გულისხმობს გაკვეთილის ისეთ დაგეგმარებას, რომ ის იყოს სტრუქტურიზირებული, ორგანიზნირებული და ეფექტური, რათა დააინტერესო მოსწავლე ასწავლო კომუნიკაცია და მაქსიმალურად ჩართო საგაკვეთილო პროცესსში, იმისთვის, ომ მოსწავლემ შეძლოს მისთვის საინტერესო საკითხებზე იმეტყველოს უცხოურ ენაზე. გაკვეთილი მოიცავს: როლურ თამაშებს, დებატებს, და დისკუსიას. მასწავლებული ცდილობს მიიპყროს მოსწავლეთა ყურადღება და გააღვივოს მათ ინტერესი, ომ მათ სახალისო გარემოში ისწავლონ ენა.
გაკვეთილების დაგეგმვისას ვცდილობდი გამომეყენებინა გაკვეთილის ჩატარების რამოდენიმე მეთოდი, იმისთვის, რომ მომეძებნა ოპტიმალური ფორმა, რადგან სწავლება ორიენტირებული ყოფილიყო მოსწავლეების ინდივიდუალურობაზე და იმავდროულად გაკვეთილი ყოფილიყო საინტერესო, სახალისო და მრავალფეროვანი.
იქიდან გამომდინარე რომ 21 საუკუნე ტექნოლოგიების ხანადაა მიჩნეული, ხოლო მოსწავლეები ბავშვობიდან ეუფლებიან და ითვისებენ ახალ ტექნოლოგიებს, ვეცადე არ ჩამოვრჩენილიყავი ტექნოლოგიურ პროგრესს და ჩემ გაკვეთილებზე აქტიურად გამომეყენებინა კომპიუტერული ტექნიკა, პროექტორი და CD - პლეიერი. ასევე შევეცადე საგაკვეთილო პროცესში ყურადღება დამეთმო მედიებისთვის, რადგან მათი გამოყენებით ადვილად წარმემაეთა პროცესები და გამეზარდა მოსწავლეთა მოტივაცია.
გაკვეთილებზე ბევრი დრო დაეთმო, როგორც ინდივიდუალურ ასევე ჯგუფურ მუშაობასაც. შევეცადე ჯგუფური აქტივობები დამეგეგმა მოსწავლეებთან ერთად, რომ მაქსიმალურად გამეთვალისწინებინა ყველა მოსწავლის მოსაზრება და სურვილი, რომ დიფერენციული მიდგომით დამეგეგმა შემდგომი გაკვეთილები,
ამ მეთოედების გამოყენებამ შედეგი გამოიღო, ის მოსწავლეები, რომლებიც თავს არიდებდნენ ინგლისურად ლაპარაკს, აქტიურად ჩაერთნენ დიალოგებში და ჯგუფურ მუშაობებშიც უკეთესად იჩენდნენ თავს.

V თავი
შედეგების ანალიზი
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩატარებული ინტერვვენციული აქტივობების შემდგომი პერიოდი დაემთხვა მორიგი პროექტის ჩატარების დროს, როდესაც გერმანიიდან უკვე მეორედ გვესტუმრნენ ლუდვიგსბურგის, გოტლიებ დაიმლერის სკოლის მოსწავლეები, რომელშიც ჩემი საკვლევი კლასის მოსწავლეები ღებულობდნენ მონაწილეობას. მე მქონდა საშუალება მეწარმოებინა დაკვირვება ტანატოლების კომუნიკაციაზე და ვხედავდი იმას, რომ ქართველ მოსწავლეებს მოეხსნათ შეცდომის დაშვების კომპლექსი, დიალოგში ერთვებოდნენ უფრო გაბედულად, უფრო თამამად აკეთებდენ მოხსენებებსა და პრეზენტაციებს ინგლისურ ენაზე, თავიანთ უცხოელ თანატოლებთან ჯგუფური მუშაობისას იყვნენ უფრო აქტიურები და კომუნიკაციის დროს ნაკლებად იყენებნენ ჟესტიკულაციას. უფრო სხარტად და მარტივად აყალიებდბენ ინგლისურად თავიანთ აზრებს, რა თქმა უნდა, ყველა მოსწავლე ვერ გავიდა ასეთ შედეგზე.
მიუხედავად, ჩატარებული მუშაობისა კაასში იყო ისეთი მოსწავლეც, რომელმაც ვერ გადალახა ენობრივი ბარიერი და ყველანაირად ცდილობდა თავი აერიდებინა ჯგური მუშაობებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ის იაზრებდა დიალოგის შინაარს, მას უჭურდა აზრის ჩამოყალიბებისას სათანადო სიტყვის დეოულად „მოძება“ და როდესაც „ჩიხში შედიოდა“ იშველიებდა მშობლიურ ენას და მისი საშუალებით გამოეთქვამდა საკუთარი მოსაზრებას. მოსწავლის თავისებურებებიდან გამომდინარე ვცდილობდი მომეძებნა მისთვის ინდივიდუალური მიდგომა რათა გვქონოდა წინსვლა. მაქსიმალურად ვცდილობდი ჩამერთო მოსწავლე აქტივობებში, წამეხალისებინა ის მცირედი წარმატების შემთხვევაშიც, რათა არ დაკარგვოდა ენის შესწავლის ხალისი. ვაძლევდი მას ისეთ დავალებებს, რომლებსაც ადვილად შეასრულებდა, თან გაიუმყობესებდა თავის შედეგს. ეგეთი დავალებების რიცხვს მიეკუთვბევა Drilling and Echoing (დრილინგი და ექოინგი).
კვლევის დასრულებისას კვლავ ჩავატარე გამოკითხვა მიღებული შედეგების თვალსაჩინოდ შესადარებლად და მაგისთვის გამოვიყენე ჩემს მიერ თავდაპირველად შეთავაზებული კითხვარი (იხილეთ დანართი 2). შედეგეები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ჩემი დაკვირვება გამართლდა რაც ასევე აისახა მოსწავლეთა გამოკხვაში, აშკარად გამოჩნდა ჩატარებული სამუშაო და სიტუაციის გაუმჯობესება, რამაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა ჩემს მიერ გადადგმული ნაბიჯებისა და ინტერვენციების არჩევის სისწორეში. მიხარია ის ფაქტი რომ მოსწავლეები ობიექტურად აფასებენ მიღწეულ შედეგებს. მიუხედავად დროის სიმწირისა, თვალსაჩინოა პროგრსი, რაც აგრეთვე  მახარებს. რა თქმა უნდა, მიღწეული შედეგით არ დავკმაყოფილდები და განვაგრძობ ამ კუთხით მუშაობას უკეთესი შედეგის მისაღწევად.
ჩატარებული სამუშაოების დასასრულს მოსწავლეებს კითხვარის მეორედ შევსების გარდა ვთხოვე ყველას წერილობით გაეკეთებინათ იმის შეფასება: გრძნობენ თუ არა თავს უფრო დამაჯერებლად ინგლისურად ლაპარაკისას?  
VI თავი
მიგნებები, დასკვნები და რეკომენდაციები
ჩატარებულმა სამუშაომ ნათლად გამოავლინა პრობლემური საკითხები, დამაფიქრა და მასწავლა მათი აღმოფხვრის საშუალებებზე.
უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები ზოგჯერ იქცევიან ზედმეთად დამაჯერებლად და ქმნიან იმის ილუზიას, რომ იციან სალაპარაკო ენა და კომფორტულად გრძნობენ თავს ამ ენობრივ გარემოში. ეს შთაბეჭდილება იქმნება იმით, რომ მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესში, ზედმიწევნით ასრულებენ დავალებებს, იყენებენ მაღალფარდოვან წინადადებებს, რომლებიც მოსმენილი აქვთ მუსიკის მოსმენისას ან ფილმის ყურებისას, უმეტეს შემთხვევაში მათ მიერ ნასროლი რეპლიკა ლექსიკურად სრულიად გამართულია და აზრობრივად შეესაბამება ლაპარაკის თემატიკასა და კონტექსტს. თუმცა როგორც აღმოჩნდა მათ უჭირთ მიღებული ცოდნის გამოყენება ან ენობრივი ბარიერის დაძლევა უცხოელთან რეალურ ცხოვრებაში კომუნიკაციის დროს.
კვლების  ფარგლებში ერთ-ერთ ინტერვენციად მქონდა დაგეგმილი გასვლითი გაკვეთილი ძველ თბილისში, სადაც მოსწავლლეებს უნდა გაეკეთებინათ პრეზენტაცია თბილისის სხვადასხვა ღირშესანიშნაობებზე მოეყოლათ ლეგენდა თბილისის დაარსების შესახებ. თუმცა უამინდობის და ძლიერი წვიმის გამო დაგეგმილი აქტივობა ჩავატარეთ საკლასო ოთახში და მოვიშველიეთ თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიები და ინტერნეტი.
კვლევამ გვიჩვენა, რომ შეუძლებელია ცალსახად იწინასწარმეტყველო და იყო დარწმუნებული იმაში, რომ ყველა მოსწავლე ერთდროულად, ეფექტურად დაძლევს ჩემ კვლევაში აღნიშულ სირთულეებს, რადგან უცხოური ენის სწავლება მრავალმხირივი და რთული პროცესია, რომელიც დიდ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა ცალსაახა რომ გადადგმულილ ნაბიჯები და გაწეული შრომა მიაახლოვებთ მათ საბოლოო მიზანს, ხოლო მე ჩემ მხრივ ყველანაირად შევუწყობ ხელს მოსწავლეებს აღნიშული მიზნის მიღწევაში და სამომავლოდაც გავაგრძელებ მუშაობას დასახული მიზნის მისაღწევად და პრობლემის აღმოსაფხვრელად
მიზნის მისაღწევად აუცილებელია მასწავლებლის საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა ფასილიტატორის სახეთ. სიმულაციები და როლური თამაშები არის იმ ტიპის აქტივობები, რომელშიც აქტიურად და სიამოვნებით ერთვებიან მოსწავლეები მიუხედავად მათი მომზადების დონისა, მოსწავლეებს აქტივობაში ჩართულობა ხშირად ავიწყებს, რომ უჭირთ სიტყვის ფონეტიკურად სწორად წარმოთქმა და / ან არ ფლობენ ენას სათანადოდ. მასწავლებელის როლი როგორც ფასილიტატორის იმაში მდგომარეობს, მოსწავლეს შეცდომა უნდა შეუსწოროს მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც მასწავლებლის დახმარება ან ახსნაა საჭირო, რათა არ დააკომპლექსოს მოსწავლე. ხოლო ის შემთხვევა როდესაც შევდლომა რომელიც მოსწავლეს შემთხვევით წამოცდა და თავისუფლას შეუძლია თვითონ გამოასწოროს არა არის შეჩერების საბაბი.
ვფიქრობ, რომ მასწავლებელი უნდა იყოს ორიენტირებული მოსწავლეების სწავლების პროცესის გამრავალფეროვნებაში. გავეთილი უნდა მოიცავდეს მოსწავლეების ინტერესების სპექტრს, მათი ცოდინის გათვალისწინებით და მიდგომა უნდა იყოს დეფირენცირებული, რაც გულისხმობს ყველა მოსწავლის მოსწავლის სწავლის და წინარე ცოდნის სისტემატიზაციას.
ჩემი რეკომენდაციით, პრობლემის სრულად აღმოსაფხვრელად საჭიროა კათედროს წევრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. კვლევის პროცესში გამოვლინდა კოლეგებს შორის გამოცდილების გაზიარების პრაქტიკის ნაკლებობა. ჩემი აზრით, გაკვეთილების ერთობლივმა განხილვებმა გაზარდეს მსჯელობის პროცესში პედაგოგების ჩართილობა, რაც აისახა  გაკვეთილების ნაყოფიერებაზე.
ჩემი აზრით, ჩემს მიერ ჩატარებული კვლევა გამოადგება უცხოური ენის კათედრის კოლეგებს, რაც საბოლოოდ დადებითად აისახება სწავლა / სწავლების პროცესზე.























VII თავი
გამოყენებული ლიტერატურა / ბიბლიოგრაფია

1.      ეროვნული სასწავლო გეგმისა და შეფასების ცენტრი. ეროვნული სასწავლო გეგმა 2016-2019 საგნობრივი პროგრამა უცხოურ ენებში. ეროვნული სასწავლო გეგმა სIV ლაპარაკი
2.      ეროვნული სასწავლო გეგმისა და შეფასების ცენტრი. ეროვნული სასწავლო გეგმა 2016-2019 საგნობრივი პროგრამა უცხოურ ენებში. ეროვნული სასწავლო გეგმა სIV
მოსმენა
3.      ალხაზიშვილი, ა. (2009): უცხოური ენების სწავლება – თეორია და პრაქტიკა. უნივერსალი თბილისი.
4.      გვარჯალაძე, ი.ს. (1957): ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკის საფუძვლები. ინსტიტუტის გამომცემლობა. თბილისი.
5.      კრავეიშვილი, მ. (2002): უცხოური ენების სწავლების მეთოდიკა, ენა და კულტურა. თბილისი.
6.      მინდაძე, ი. (2006): კომუნიკაციური დიდაქტიკა და დისკუსია როგორც სწავლების ფორმა. თბილისი.
7.      შავერდაშვილი, ე. (2014) უცხოური ენების საფუძვლები, თბილისი
8.      Гальперин 1981 − Гальперин И. А. (1981). Текст как объект лингвистического исследования. Москва: “Наука”.
9.      Грузинская, И. А. (1938): Методика преподавания английского языка в средней школе. Москва.
10.  The Practice of English Language Teaching – Jeremy Hamer, Cambridge University Press,2008.
11.  Learning Teaching (The Essential Guide to English language Teaching) – Jim Scrivener, Pearson Longman, 2011.
12.  Approaches and Methods in language Teaching – J.C. Richards, T.S. Rodgers, Cambridge University Press, Macmillan Edition, 2014.
13.  Task-Based Language Teaching -David Nunan, Cambridge University Press, 2013.
14.  Ferguson, C.A and d. J. Slobin (eds). (1973): Cognitive Prerequisities for the Development of Grammar. In: Studies of Child Language Development. Rheinhardt. New York.
15.  Learning and Teaching English – Cora Lindsay, Oxford University Press, 2006.








დანართი 1
ანკეტა
სქესი: მდედრობითი / მამრობითი

1.      შენი აზრით, როგორ დონეზე მეტყველებ ინგლისურად?
a.       თავისუფლად ვსაუბრობ
b.      ზოგჯერ მიჭირს აზრის გამოთქმა
c.       არ მყოფნის სიტყვების მარაგი
d.      ვცდილობ თავი ავარიდო

2.      რამდენად ხშირად გიწევს კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე?
a.       ხშირად
b.      ზოგჯერ
c.       იშვიათად
d.      არ მიწევს

3.      როგორ ართმევ თავს ინგლისურად უცხოელებთან კომუნიკაციას?
a.       მარტივად ვართმევ
b.      მიჭირს ნალაპარაკების გაგება
c.       მიჭირს მეტყველება
d.      ვაგებინებ არავერბალური მეთოდებით

4.      რა გეხმარება ინგლისურად მეტყველების უნარის გაუმჯობესებაში?
(შემოხაზეთ ერთი ან მეტი პასუხი)
a.       უცხოელებთან ინგლისურად მეტყველების პრაქტიკა
b.      კლასგარეშე ლიტერატურის კითხვა
c.       ფილმების ყურება და სიმღერების მოსმენა ინგლისურ ენაზე
d.      სხვა (____________________________________________________________________)

5.      რა არის ხელის შემშლელი ფაქტორი კომუნიკაციის დამყარებისას?
a.       არ მექმნება პრობლემა
b.      პრაქტიკის ნაკლებობა
c.       შეცდომის დაშვების შიში
d.      სხვა (____________________________________________________________________)

6.      რა გიქმინს უხერხულობას ინგლისურ ენაზე საუბრისას?
a.       შეცდომის დაშვების შიში
b.      არამეგობრული გარემო
c.       არაფორმალური გარემო
d.      არ მაქვს უხერხულობა
დანართი 2
კითხვარი
სქესი: მდედრობითი / მამრობითი
1.      ლაპარაკის გასაუმჯობესებელი რომელი აქტივობაა შენთვის ყველაზე სახალისო? (დასაშვებია ერთზე მეტი პასიხი)
a.       სიტუაციური როლური ტამაშეში მონაწილეობა
b.      დისკუსებსა და დებატებში ჩართულობა
c.       სპექტაკლში როლის თამაში
d.      სხვა (____________________________________________________________________)

2.      რამდენად გიჭირს მოსმენილის გაგება?
a.       შინაარს ვგებულობ სრულად
b.      შინაარს ვგებულობ ნაწილობრივ
c.       კონტექსტიდან ვხდები შინაარსს
d.      ვერ ვხდები ნალაპარაკებს

3.      აზრის გამოთქმისას რამდენად ხშირად მიმართავ მიმიკასა და სხეულის ენას?
a.       ხშირად მივმართავ
b.      ზოგჯერ მივმართავ
c.       იშვიათად მივმართავ
d.      არ მივმართავ

4.      რამდენ დროს უთმობ სიტყვების და გამოთქმების სწავლას?
a.       ნახევარ საათს დღეში
b.      ნახევარ საათს 2 დღეში
c.       1 საათს ერთ კვირაში
d.      სხვა (____________________________________________________________________)

5.      რა ფორმით გიადვილდება სიტყვების დამახსოვრება
(შესაძლებელია შემოხაზოთ ერთზე მეტი პასუხი)
a.       დაზეპირებით
b.      კითხვისას კონტექსტიდან
c.       მოსმენით
d.      გამოწერით
6.      რამდენად გეხმარება გრამატიკული წესების ცოდნა გამართულად მეტყველებაში?
a.       ძალიან მეხმარება
b.      ნაწილობრივ მეხმარება
c.       არ ვიყენებ გრამატიკულ წესებს
d.      მიჭირს პასუხის გაცემა
კვლევა გამოქვეყნებულია სკოლის ფეისბუკ გვერდზე სახელად ტიციან ტაბიძის სახელობის ქ.თბილისის 43 - ე საჯარო სკოლა,  რომლის  ინტერნეტ მისამართია:
https://bit.ly/2RgF5cp